saqarTvelos wyalsacavebi - galis wyalsacavi
მდებარეობა | გალის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°39`24` ჩ. გ. 41°48`17` ა. გ. |
ფართობი | 8.2 კმ³ |
აუზის ფართობი | 166 კმ³ |
მოცულობა | 145 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 17.7 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 42.3მ |
მოცულობა | 65 კმ³ |
წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, გალის მინიციპალიტეტში. მდინარე ერისწყალზე, სოფელ რეჩხთან. აშენდა 1969 წელს. წყალშემკრები აუზის ფართობი 166 ათ. კმ², სარკის ფართობი 8,2 კმ², წყლის საერთო მოცულობა 145 მლნ მ³, სასარგებლო მოცულობა 110 მლნ. მ³, საშუალო სიღრმე 17,7 მ, უდიდესი სიღრმე 42,3 მ. საზრდოობს ძირითადად მდინარე ერისწყლისა და მდინარე ენგურის ჩამონადენით, რომელიც წყალსაცავში ჩაედინება ენგურჰესის დაწნევითი დერივაციული გვირაბით. გალის წყალსაცავის ფსკერი დაფარულია ალუვიონის სქელი ფენით. ნაპირები ზედა ნაწილში დამრეცია, ქვედაში - ციცაბო. აღინიშნება მეწყრული პროცესები. სანაპირო შემოსილია ბუჩქნარითა და მეორეული ტყით.
გალის წყალსაცავი ჯვრის წყალსაცავთან ერთად ქმნის კასკადს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა მდინარე ენგურის ჩამონადენის მრავალწლიური და მდინარე ერისწყლის ჩამონადენის დღეღამური რეგულირება ენერგეტიკული მიზნებისთვის.